საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და თურქმენეთს შორის დამყარდა 1992 წლის 16 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები თურქმენეთში:

  • მამუკა მურჯიკნელი (05.03.2019 - 31.05.2021)
  • გიორგი ყარალაშვილი (16.06.2014 - 01.10.2018)
  • იოსებ ჩახვაშვილი (01.04.2009 - 23.04.2013)
  • ალექსი პეტრიაშვილი (15.10.2004 - 01.02.2009)
  • პეტრე ჩხეიძე (11.06.2002 - 20.07.2004)

თანამშრომლობის სფეროები

საქართველო და თურქმენეთი თანამშრომლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო) ფარგლებში.

მნიშვნელოვანი ვიზიტები საქართველოს მხრიდან:

2015 წლის 11-12 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტი;

2014 წლის 14-15 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი;

2014 წლის 14 თებერვალი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას ვიზიტი;

2012 წლის 19-21 მარტი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი გვინდაძის ვიზიტი;

2012 წლის 18-20 იანვარი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი;

2010 წლის 11 - 12 დეკემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას ვიზიტი;

2010 წლის 4 - 5 მარტი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი;

2009 წლის 13 ივლისი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის ვიზიტი;

2009 წლის 22-23 აპრილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის ვიზიტი;

2007 წლის 6-7 ივნისი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ვიზიტი;

2007 წლის 22-23 მარტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი;

2007 წლის 13-14 თებერვალი - საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი;

1997 წელი - საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი;

1993 წელი - საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი.

მნიშვნელოვანი ვიზიტები თურქმენეთის მხრიდან:

201 5 წლის 2 - 3 ივლისი - თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი;

201 5 წლის 25 თებერვალი - თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვეპა ჰაჯიევის ვიზიტი;

2013 წლის 17 ნოემბერი - თურქმენეთის ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის, ბაბამირატ ტაგანოვის ვიზიტი;

2013 წლის 30 სექტემბერი - თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვეპა ხაჯიევის ვიზიტი;

2008 წლის 20 იანვარი - თურქმენეთის მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარის, აკჯა ნურბერდიევას ვიზიტი;

1996 წელი - თურქმენეთის პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის ვიზიტი.

განხორციელებული ღონისძიებები:

201 5 წლის 25 თებერვალი, ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციები.

2014 წლის 14 თებერვალი, ქ. აშხაბადი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციები და ორმხრივი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია.

2013 წლის 30 სექტემბერი, ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციები.

2010 წლის 27-31 აგვისტო, ქ. აშხაბადი - საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია;

2010 წლის 4 მარტი, ქ. აშხაბადი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები.

ეკონომიკური თანამშრომლობა

- საქართველოსა და თურქმენეთს შორის ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისო კომისია, რომლის პირველი სხდომა გაიმართა 2009 წლის 13 ივლისს, ქ. აშხაბადში, ხოლო მეორე სხდომა კი 2014 წლის 28 ნოემბერს, ქ. თბილისში.

- გასულ წლებში საქართველო სრული პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თურქმენეთის წინაშე საქართველოს სახელმწიფო ვალის საქონლისა და მომსახურების მიწოდების გზით დაფარვას. აღნიშნულ პროცესს საფუძვლად მხარეებს შორის 1996 წლის 20 მარტს ხელმოწერილი შეთანხმება უდევს. სადღეისოდ საქართველოს ძირითადი ვალის, სესხის პროცენტისა და საჯარიმო სანქციის სახით სულ გადახდილი აქვს 545 240 644, 09 აშშ დოლარი. დარჩენილი თანხის დაფარვის თაობაზე ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები.

- საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თურქმენეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო მზადაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი თურქმენული ბუნებრივი აირის ევროკავშირის ქვეყნებისაკენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებას.

- საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია. პრიორიტეტულია თურქმენეთის მხარესთან თანამშრომლობა TRACECA-ს სატრანსპორტო დერეფნის წარმატებით ფუნქციონირების საკითხში.

- საქართველო და თურქმენეთი ჩართულნი არიან ავღანეთის მიერ ინიცირებულ, აზიასა და ევროპას შორის ახალი სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნის შექმნის პროექტში, რომელიც ითვალისწინებს - ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის ტრანზიტის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის საკითხებზე ხუთმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას.

სავაჭრო ურთიერთობები 2000-2015 წლების განმავლობაში:

(ათასი აშშ დოლარი)

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

10,615.2

13,304.2

2001

28,878.2

17,638.3

2002

36,733.8

14,483.3

2003

54,906.1

9,798.0

2004

113,441.8

32,674.9

2005

75,827.6

95,067.4

2006

71,808.9

101,061.5

2007

26,338.5

149,901.8

2008

6,338.1

135,024.1

2009

10,668.6

74,291.5

2010

12,634.2

59,200.2

2011

5,460.4

55,548.7

2012

7,963.6

30,663.3

2013

14,132.6

47,893.6

2014

14,334.0

69,337.9

2015

16,052.4

111,211.3

სამართლებრივი ბაზა

საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია უკანასკნელად 2014 წლის 14 თებერვალს ქ. აშხაბადში ჩატარდა. ინვენტარიზაციის შედეგების თანახმად: საქართველოსა და თურქმენეთს შორის სული ხელი მოეწერა 63 ორმხრივ (სახელმწიფოთაშორის, მთავრობათაშორის და უწყებათაშორის) დოკუმენტს; მათ შორის, ძალადაკარგულად იქნა მიჩნეული - 20; ხოლო ორმხრივი დოკუმენტები, რომლებსაც არ გააჩნიათ საერთაშორისო ხელშეკრულების სტატუსი - 7. მოქმედ ორმხრივ დოკუმენტებს შორისაა:

- ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და თურქმენეთს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ;

- საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ;

- საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ;

- საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის შეთანხმება ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ;

- საქართველოსა და თურქმენეთს შორის საკონსულო კონვენცია;

- საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და თურქმენეთის მთავრობას შორის შეთანხმება მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის შესახებ;

- ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ;

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის პროგრამა 2014-2016 წლებში.

2014 წელს, თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა დამატებით 3 დოკუმენტს, ხოლო 2015 წელს, საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში - 6 დოკუმენტს.

თურქმენეთში საქართველოს საელჩო აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ( ქ . აშ ხ აბა დ ი )

მისამართი: თელიას ქ. № 58

ფაქსი: (+ 993 12) 93-60-14

ტელეფონი: (+ 993 12) 93-62-82

E-Mail: ashgabat.emb@mfa.gov.ge

ვებ-გვერდი: www.turkmenistan.mfa.gov.ge

ბმული:

თურქმენეთის ოფიციალური საინფორმაციო ვებ-გვერდი: www.turkmenistan.gov.tm