საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ჩარიარ ჩეტიევს შეხვედა
2025 წლის 7 მარტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ ჩარიარ ჩეტიევთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის მცენარეთა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მინისტრმა ორ სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეთანხმება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.