ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავჯდომარის მოადგილესთან ბატირ ატდაევთან
2022 წლის 3 დეკემბერს, გაიმართა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავჯდომარის მოადგილესთან, ბატირ ატდაევთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და საქონელბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის მომზადების საკითხი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, როგორც რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის შესაძლებლობების მნიშვნელობას, სატრანზიტო კორიდორების განვითარებისთვის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას.
აღინიშნა, ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის პირდაპირი კავშირების აუცილებლობა, ამ მიზნით გამოფენებისა და ბიზნეს-ფორუმის ორგანიზება.