Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პარლამეტნის თავმჯდომარის ვიზიტი თურქმენეთში

2024 წლის 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომ პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებსა და საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გააქტიურებას, ასევე, საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. 

მხარეებმა, აგრეთვე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრება და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებში მოქმედი რეგულაციები. 

რეფორმებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში დაიგეგმა თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.