Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან შაჰიმ აბდრაჰმანოვთან.

2022 წლის 30 ნოემბერს გაიმართა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე საბიაშვილის შეხვედრა, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან შაჰიმ აბდრაჰმანოვთან.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ თურქმენეთის სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ თავმჯდომარე ბატირ ამანოვი და თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნ „თურქმენნავთობის“ თავმჯდომარე გუვანჩ აგაჯანოვი.
 
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის სათბობ-ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
 
განსაკუთრებულად ხაზი გაესვა საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ტრანს-კასპიური შუა დერეფნის შესაძლებლობების სრულად გამოყენების მიზნით, მხარეთა ძალისხმევის კონსოლიდაციის მნიშვნელობას.