2022 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქმენეთში, ბატონმა კონსტანტინე საბიაშვილმა, გამართა შეხვედრა თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორთან, ბატონ ბატირ იუსუპოვთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა ფართო სპექტრი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურ სამუშაო რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც განსაზღვრავს თურქმენეთისა და საქართველოს მომავალ თანამშრომლობას.