მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს ონლაინ ფორმატში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ეკატერინე გუნცაძესა და თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს - სერდარ ჯორაევს შორის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დადებით დინამიკას, ხაზი გაუსვეს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გააქტიურების მნიშვნელობას.
მინისტრის მოადგილეები შეთანხმდენენ უწყებებს შორის გაგრძელდეს აქტიური კომუნიკაცია სამუშაო რეჟიმში.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა თურქმენეთში საქართველოს დანიშნული ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი.
📷 კონსტანტინე საბიაშვილი