საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა თურქმენეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილესთან

2021 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძემ მოლაპარაკებები გამართა თურქმენეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილესთან როვშენ ჯუმაევთან. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული ვეტერინარული პრეპარატების თურქმენეთისათვის მიწოდების შესაძლებლობათა განხილვას.