ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ძვირფასო მეგობარო,

ძვირფასო მეგობარო,        

მოგესალმებით თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის   16 ივლისს. საქართველოს საელჩო .აშხაბადში გაიხსნა 2002 წელს.

ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის, თანასწორობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების აღიარებამ და დაცვამ განაპირობა საქართველოსა და ნეიტრალურ თურქმენეთს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით გააქტიურდა 2003 წლის შემდეგ. თურქმენეთს ესტუმრენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი (რამდენჯერმე), სხვა ოფიციალური პირები. თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა თურქმენეთის პარლამენტის თავმჯდომარე. 2009 წელს ჩატარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორი ვიზიტი, ერთობლივი ეკონომიკური სამთავრობათაშორისო კომისიის პირველი სხდომა, ორი ქვეყნის სხვადასხვა უწყებათა ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრები.

გასული, 2010 წლის  მარტში აშხაბადში გაიმართა საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები, აგვისტოში თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა ჩაატარეს საქართველო–თურქმენეთის სახელშეკრულებო–სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია; 2010 წლის 12 დეკემბერს თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 15–ე წლისთავისადმი მიღძვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად აშხაბადში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.

2011 წლის 25-28 იანვარს, დიდი წარმატებით ჩატარდა თურქმენეთში ქართული კინოს დღეები. მიმდინარე წლისათვის დაგეგმილია საქართველო–თურქმენეთის მთავრობათაშორისო კომისიის მეორე სხდომისა და საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მეორე პოლიტიკური კონსულტაციების საქართველოში ჩატარდება.

საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 12 ივლისს. ავღანეთს ფარავს საქართველოს საელჩო .აშხაბადში.

ავღანეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობათა პრიორიტეტული მიმართულებაა საერთაშორისო კოალიციის წევრ სხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის  საფუძველზე ამ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასა და აღორძინებაში წვლილის შეტანა. ავღანეთში ამჟამად 900–ზე მეტი ქართველი სამხედრო მსახურობს. საქართველო ნატოს დაუთმო სატრანზიტო დარეფან ავღანეთში განთავსებული კოალიციის კონტინგენტის მომარაგებისათვის; საქართველო აგრეთვე მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებში. ისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაფართოების სხვა პერსპექტივებიც.

ვებ-გვერდი საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ საელჩოს საქმიანობას, საქართველოს ვიზის მიღებასთან და სხვა საკონსულო საკითხებთან დაკავშირებულ პროცედურებს. იგი, ასევე, დაგეხმარებათ მოიპოვოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია თურქმენეთსა და ავღანეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ეკონომიკურ სიახლეებზე, გაეცნოთ ამ ქვეყნების ისტორიასა და კულტურას. ამავდროულად, საელჩო გაგაცნობთ საქართველოს მდიდარ ისტორიულ წარსულს, ჩვენს ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე სოციალ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს, საინვესტიციო შესაძლებლობებს, კულტურულ ცხოვრებას.

გმადლობთ ჩვენი ვებ-გვერდის გაცნობისათვის. საქართველოს საელჩო აშხაბადში მზადაა განიხილოს საქართველოთურქმენეთისა და საქართველოავღანეთის ურთიერთობებისათვის სასარგებლო ნებისმიერი საქმიანი წინადადება და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას.   

   

აქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ