ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის ბიოგრაფია

გიორგი ყარალაშვილი

 

დაიბადა 1959 წლის 30 ივნისს ქ. რუსთავში.

1981 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1982-1991 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი.

1991 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში.

1996 წელს დაამთავრა ვენის (ავსტრიის რესპუბლიკა) დიპლომატიური აკადემიის სამთვიანი კურსი.

1991-1998 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპულ დეპარტამენტში ეკავა მეორე მდივნის, პირველი მდივნის, განყოფილების უფროსის მოადგილისა და განყოფილების უფროსის თანამდებობები.

1998-2002 წლებში მივლინებულ იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე.

2002-2004 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და რუსეთის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობები.

2004-2007 წლებში მივლინებულ იქნა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე.

2007-2010 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისა და დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის  თანამდებობები.

2009 წელს გაიარა გარმიშის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ცენტრის  სამთვიანი კურსი.

2010 წლის 12 იანვრიდან 2014 წლის 20 მაისამდე ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა.

2014 წლის 20 მაისიდან დაინიშნა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 11
12 14 15 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ