ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2018 წლის 27 იანვარს ავღანეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

27.01.2018 ქ. თბილისი - საქართველო მკაცრად გმობს 2018 წლის 27 იანვარს ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულის ცენტრში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ასზე მეტი დაშავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ავღანეთის მთავრობასა და ავღანელ ხალხს, ხოლო ამ საზარელი თავდასხმის დროს დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ავღანეთის მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ