ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ავღანეთის დელეგაცია ეწვია

2018 წლის 22-23 იანვარს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ავღანეთის დელეგაცია, ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნაჯიბულა ვარდაკის ხელმძღვანელობით.

ვიზიტისას ავღანეთის დელეგაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა მიიღო.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ასპექტები როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო კონტროლის მიმართულებით.

როგორც ავღანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს, როგორც წარმატებული რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, ასევე საბაჟო საზღვრის უსაფრთხო მართვის, გადამხდელთათვის ხელმისაწვდომი და კომფორტული სერვისების შეთავაზების, საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის მხრივ, ავღანეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. 

„ჩვენ საქართველოს მიღწევებს განვიხილავთ, როგორც წარმატების მაგალითს", - განაცხადა ავღანეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნაჯიბულა ვარდაკმა.

ვიზიტის ფარგლებში, ავღანეთის დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ გაფორმების ეკონომიკური ზონების, საბაჟო-გამშვები პუნქტებისა და მომსახურების სერვისცენტრების მუშაობის სტანდარტებსა და ტექნოლოგიებს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ