ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ვიზიტით ეწვია თურქმენეთს

2017 წლის 2-3 ნოემბერს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია, ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით.

დელეგაციის შემადგენლობაში შევიდნენ: საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი ირაკლი ბენდელიანი და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილი.

ვიზიტისას, საქართველოს დელეგაცია დაესწრო თურქმენეთის ნავთობისა და გაზის რიგით 22-ე საერთაშორისო კონფერენციას "Oil & Gas Turkmenistan 2017", რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკული ქარტიის გენერალური მდივანი ურბან რუსნაკი და რეგიონის ქვეყნების მაღალი დონის დელეგაციები.

კონფერენცია თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ მაკსატ ბაბაევმა გახსნა და თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სპეციალური მიმართვა წაიკითხა.

კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვით ასევე მიესალმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ენერგეტიკის საკითხებში  მაროშ შევჩოვიჩი.

ფორუმზე განხილულ იქნა რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონული ენერგეტიკული პროექტების ("ტრანს-კასპიური მილსადენი'', "თეთრი ნაკადი'') მიმართ საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის საიმედოებასა და არსებული პოტენციალის განვითარების სურვილს.

საქართველოს დელეგაციამ კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე გამოფენა "Expo OGP 2017" დაათვალიერა. გამოფენაზე წარსდგნენ ნავთობისა და გაზის სექტორის მსოფლიოს უმსხვილესი კერძო და სახელმწიფო კომპანიები, მათ შორის, „Socar", „TurkmenGas", "BP", "Dragon Oil" და „CNPC".

ვიზიტის ფარგლებში, შედგა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრები თურქმენეთის სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფო კონცერნ "თურქმენგაზის'' თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან მირატ არჩაევთან და ენერგეტიკის მინისტრთან ჩარიმირატ პურჩეკოვთან.

მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში გიორგი ყარალაშვილი. 

   

   

   

   

   

   

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ