ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მსოფლიო ბანკის „Doing Business 2018-ის“ რეიტინგში საქართველო პირველ ათეულშია

2017 წლის 31 ოქტომბერი - საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს პოზიციები 7 ადგილით გაუმჯობესდა და მან, 190 ქვეყანას შორის, მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

► საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 5 ინდიკატორში:

  • ბიზნესის დაწყება
  • მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა
  • კონტრაქტების აღსრულება
  • ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება
  • გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა

► საქართველომ რეიტინგში გაასწრო:

  • შვედეთს
  • მაკედონიას
  • ესტონეთს
  • ფინეთს
  • ავსტრალიას
  • ტაივანს (ჩინეთი)
  • ლატვიას

► საქართველო გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში უკეთესი და ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით.

►2018 წლის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო აღიარება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.

►წყარო: http://www.doingbusiness.org/rankings

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ