ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ავღანეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

25 ოქტომბერი - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში „OECD EURASIA WEEK"-ის ღონისძიებებში მონაწილეობს, ავღანეთის ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მუსტაფა მასტურს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ის ხარისხი, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს. გარდა ამისა, ავღანურმა მხარემ გამოთქვა დიდი ინტერესი იმ რეფორმების მიმართ, რომლებიც საქართველოში განხორციელდა ან ამჟამად მიმდინარეობს, მათ შორის, დიდი ყურადღება გამახვილდა საგადასახადო ადმინისტრირებისა და მმართველობით რეფორმაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს დიდი ინტერესი, რათა თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო განვითარდეს. აღინიშნა, რომ ავღანეთის დელეგაცია თბილისს მიმდინარე წლის ნოემბერში ეწვევა, რომლის დროსაც, მონაწილეობას მიიღებს თბილისის საერთაშორისო ფორუმში „Tbilisi Belt and Road forum 2017".

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ