ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ვიზიტით ეწვია თურქმენეთს

2017 წლის 12-13 ოქტომბერს, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი.

ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრები თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან მაქსატ ბაბაევთან, სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფო კონცერნ "თურქმენგაზის'' თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან მირატ არჩაევთან და ენერგეტიკის მინისტრთან ჩარიმირატ პურჩეკოვთან.

მოლაპარაკებებზე განხილულ იქნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში გიორგი ყარალაშვილი.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ