ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი ავღანეთში

14 აგვისტო - ,,მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებისთვის თანადგომის გამოსახატად და გასამხნევებლად, ავღანეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად გაემგზავრა. ვიზიტი საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ინიციატივით შედგა.

ქართველი სამხედროების მონახულებამდე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მეთაურთან, გენერალ ჯონ ნიკოლსონთან და ჰამიდ ქარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურთან, გენერალ მურად სელჩუკთან შეხვედრები გამართეს.

გენერალმა ნიკოლსონმა ქართული კონტინგენტის მიმართ უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ჯარისკაცები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და სამაგალითოები არიან, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებს შორის.

ქაბულში ვიზიტის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების დელეგაცია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაემგზავრა. სტუმრებს აეროპორტში ბაზის მეთაური,  გენერალი ჯონ ტომსონი დახვდა.

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა 23-ე ბატალიონის საქმიანობისა და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

პირად შემადგენლობასთან შეხვედრისას, ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვეს და მის თანამებრძოლებს თანადგომა გამოუცხადეს. მათ ქართველ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

უწყების ხელმძღვანელმა პირებმა 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საპატიო მედლებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვეს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ