ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ჩამოსვენების სამგლოვიარო ცერემონია

6.08.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ჩამოსვენების სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრო. 

ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი სამხედრო, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ცხედარი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოში აშშ-ის ელჩი დაესწრნენ.

„მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაღუპულ გმირ სამხედროს, სწავლება „ღირსეული პარტნიორის" მონაწილე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმაც მიაგეს პატივი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. უმცროს სერჟანტს მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში" მონაწილეობისთვის. 

   

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ