ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

„ამბასადორიალი 2017“ ოფიციალურად გაიხსნა

18.07.2017 თბილისი - ​თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში" ოფიციალურად გაიხსნა.

მოწვეულ სტუმრებს და ამბასადორიალის მონაწილეებს საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიესალმა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარეები, პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საგანგებო დავალებათა ელჩები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და თბილისში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

   

   

   

   

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ