ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

აშხაბადში საზეიმო მიღება გაიმართა

2017 წლის 9 ივნისს ქ.აშხაბადში საქართველოს საელჩომ გამართა საზეიმო მიღება, მიძღვნილი  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი. მიღებას ესწრებოდნენ თურქმენეთის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საზოგადოებრიობის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

თურქმენეთის ხელისუფლებას წარმოადგენდა მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე საფარდურდი თოილიევი, რომელმაც თავის სიტყვაში თურქმენეთის პრეზიდენტის სახელით მოგვილოცა და ქართველ ხალხს უსურვა წინსვლა და წარმატებები.

მიღება გაფორმებული იყო შესაბამისი ატრიბუტიკით. ტრადიციულად წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო და სასმელები.

მომზადებული გვქონდა გვქონდა აგრეთვე მუსიკალური პროგრამა თურქმენი მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით (სიმფონიური კვარტეტი, სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი ნური ნურიევი, მომღერლები ნაფისა იოლდაშევა და მაისა ნიაზოვა, სამხატვრო ხელმძღვანელი სვეტლანა ნოვბათოვა). თავდაპირველად მათ მიერ შესრულებული იყო საქართველოსა და თურქმენეთის სახელმწიფო ჰიმნები, შემდგომ პოპულარული ქართული და თურქმენული სიმღერები, კლასიკური მუსიკის ნიმუშები.

მიღებასთან ერთად გაიხსნა 3 გამოფენა: Spectacular Georgia, ქართული ანბანის სამი სახეობა, ქართული დამწერლობა და ხელნაწერები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ