ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქალაქ აშხაბადში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის ფორუმში

2017 წლის 30-31 მაისს ქ. აშხაბადში ჩატარდა საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის ფორუმი, 2017 წელს საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციაში თურქმენეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში. ფორუმის, სახელწოდებით: „ენერგორესურსების ტრანზიტის შესახებ მრავალმხრივი ჩარჩო შეთანხმებისაკენ", მიზანი იყო გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და მდგრადი განვითარებაში ტრანზიტის როლის თაობაზე არსებითი დისკუსიების სტიმულირება.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პროფილური სამინისტროებისა და უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამრეწველო სექტორისა და სამეცნიერო დაწესებულებების, აგრეთვე მას-მედიის წარმომადგენლებმა.

ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ენერგორესურსების ტრანზიტის პრაქტიკული, ნორმატიული და სამართლებრივი ასპექტები, გაცვალეს მოსაზრებები ენერგეტიკული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე და დაადასტურეს სწრაფვა ენერგორესურსების ტრანზიტის საიმედოობისა და სტაბილურობის განმტკიცებისაკენ. ამ კონტექსტში ხაზგასმით იქნა აღნიშნული ენერგორესურსების მწარმოებლების, ტრანზიტორებისა და მომხმარებლების ძალისხმევისა და კოორდინაციის აუცილებლობა.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დელეგაციამ, მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, აგრეთვე, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ყარალაშვილმა.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ