ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2017 წლის 31 მაისს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის შედეგად დაიღუპა ოთხმოცზე მეტი უდანაშაულო ადამიანი, ხოლო სამას ორმოცდაათზე მეტი დაშავდა.

საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, ასევე ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანებულ ძალისხმევას ძალადობრივი ექსტრემიზმის  წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველო მხარს უჭერს ავღანეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ.

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უთანაგრძნობს ავღანეთის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ