ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია სამხრეთ კორეული კომპანიის თურქმენეთის რეგიონული ოფისის გენერალურ დირექტორს შეხვდა

11.04.2017, თბილისი - 2017 წლის 11 აპრილს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბატონ დავით ჯალაღანიას შეხვედრა სამხრეთ კორეული კომპანიის „LG International" თურქმენეთის რეგიონული ოფისის გენერალურ დირექტორთან, ბატონ დაო ლისთან.

კორეული მხარის ინფორმაციით, საქართველოში კომპანიის პირველი ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაცნობა, ასევე ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა მრეწველობის, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორებში.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობებისა და სამეწარმეო გარემოს შესახებ,  მათ შორის ყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიან გეგმასა და მის ფარგლებში ქვეყანაში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.

ვიზიტის ფარგლებში კომპანიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის სამინისტროებში, ასევე „საპარტნიორო ფონდთან" და „თანაინვესტირების ფონდთან".

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ