ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით თურქმენეთს ეწვია

2017 წლის 6-7 აპრილს, თურქმენეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე.

6 აპრილს, ქალაქ აშხაბადში ვიზიტისას, მან მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა 2017 წლის 17-27 სექტემბრის პერიოდში დაგეგმილი მე-5 აზიური (დახურულ შენობებსა და საბრძოლო ხელოვნების სახეობებში) თამაშების "აზიადა-2017''-ისა და ოლიმპიური ქალაქის პრეზენტაციას.

ვიზიტის მეორე დღეს, 7 აპრილს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ეწვია თურქმენეთის ეროვნულ ტურისტულ ზონა "ავაზა''-ს (ქალაქი თურქმენბაში), სადაც გაიმართა საერთაშორისო სპორტული კონგრესი, სახელწოდებით: "აზიადა-2017 - საერთაშორისო სპორტული თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის''.

საერთაშორისო სპორტულ ფორუმს დაესწრნენ: თურქმენეთის პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, აზიის ოლიმპიური საბჭოს ხელმძღვანელი პირები, "აზიადა-2017''-ში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები და მიწვეული უცხოელი სტუმრები.

საერთაშორისო სპორტული კონგრესის ფარგლებში, გაიმართა "ავაზა''-ს ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ცერემონია.

ბატონ შალვა გოგოლაძესთან ერთად, ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდა საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი თურქმენეთში, გიორგი ყარალაშვილი.

   

   

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ