ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

9.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2017 წლის 8 მარტს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" (ISIL/Daesh) მიერ ეროვნულ სამხედრო ჰოსპიტალზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც ორმოცზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ISIL"-ის ქმედებები წარმოადგენს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს და მკაცრად გმობს მათი მხრიდან განსაკუთრებული სისასტიკის მორიგ გამოვლინებას.

საქართველო მხარს უჭერს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სტაბილური და მშვიდობიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება ძალადობრივი ექსტრემიზის აღმოფხვრა და მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცება.

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად უსამძიმრებს ავღანეთის მთავრობასა და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 4 5 6 7 8
12 13 14 15
16 17 19 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ