ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თურქმენეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ,,თურქმენეთის დიპლომატიურ მოსამსახურეთა დღის’’ აღსანიშნავად გამართულ კონფერენციასა და გამოფენაში

2016 წლის 18 თებერვალს, საქართველოს საელჩომ თურქმენეთში, მონაწილეობა მიიღო "თურქმენეთის დიპლომატიურ მოსამსახურეთა დღის'' აღსანიშნავად საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით "თურქმენეთის საგარეო პოლიტიკა: თანამშრომლობა მშვიდობისა და განვითარებისთვის''.

კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებული იქნა გამოფენა, რომელზეც, საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე მოეწყო საქართველოს სტენდი. აქვე გამოფენილი იქნა: საქართველოს, მისი კულტურისა და ხელოვნების შესახებ ფოტო და ბეჭდვითი მასალა, ქართული მინერალური წყლები, ხილის ნატურალური წვენები, ქართული ჩაი და სუვენირები.

საქართველოს სტენდმა განსაკუთრებული დაინტერესება ჰპოვა დამსწრეთა შორის. ქართული კუთხე მოინახულეს: თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა, მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარემ აკჯა ნურბერდიევამ, ასევე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა (ვიცე-პრემიერებმა), სამთავრობო უწყებებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ