ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდა

2017-02-17 მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მოჰამედ აშრაფ-ღანის შეხვდა.

მხარეები სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტისა და სატრანზიტო მიმართულებებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

საუბრისას აღინიშნა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს, რომლის გამოყენებას მხარეები ხელს მაქსიმალურად შეუწყობენ.

ავღანეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საკითხებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

,,ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ავღანეთის პრეზიდენტთან და უნდა ვთქვა, რომ სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება ავღანეთთან ურთიერთობაში, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე, გვქონდა საუბარი ქართული კომპანიებისთვის ავღანეთის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა, რომ ისინი დიდი სიამოვნებით განიხილავენ ასეთ წინადადებებს", - ამგვარად შეაფასა ავღანეთის პრეზიდენტთან შემდგარი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ