ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფორმატის შეხვედრა გაიმართა

7.12.2016 ბრიუსელინატო- შტაბ-ბინაში გამართული ნატო- საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში შედგა ავღანეთში მიმდინარემტკიცე მხარდაჭერის მისიის" (Resolute Support Mission) ფორმატის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა განიხილეს ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" მიმდინარეობა. ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახა მხარდაჭერა აღუთქვეს ავღანეთს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავებაში. შეხვედრაზე აღინიშნა ქალაქ მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებაში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

თავის გამოსვლაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნების საერთო ძალისხმევამ გააძლიერა ავღანელი ხალხი მის მიერ  ტერორიზმთან ბრძოლის წარმოებაში და შეიქმნა ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. 

ქართული მხარე მიესალმა ავღანეთის „ეროვნული თანხმობის მთავრობის" მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან სამუშაოს, მათ შორის ეროვნული შერიგების პროცესის მიმდინარეობას. 

ასევე აღინიშნა საქართველოს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში აქტიური წვლილის შემტანი ქვეყნის როლი. ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ იგი მხარს დაუჭერს ალიანსს მისიის განხორციელებაში 2016 წლის შემდეგ და შეინარჩუნებს არსებულ კონტინგენტს 2017 წლის ბოლომდე. ამას გარდა, საქართველო გააგრძელებს ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას.

        

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 5
9 10 12
13 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ