საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაცნობითი შეხვედრა თურქმენეთში საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩთან

2021 წლის 30 მარტს ქ.აშხაბადში, საქართველოს საელჩოში, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულება ბატონმა მამუკა მურჯიკნელმა გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქმენეთში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მის აღმატებულება ქალბატონ იზაბელ გინელთან.

საუბარი შეეხო საქართველოს, საფრანგეთის და თურქმენეთს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს. ელჩებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე და მათი შემდგომი გაფართოების პერსპექტივებზე.