საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაცნობითი შეხვედრა თურქმენეთში პაკისტანის ახლადდანიშნულ ელჩთან

2021 წლის 26 მარტს ქ.აშხაბადში, საქართველოს საელჩოში, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულება ბატონმა მამუკა მურჯიკნელმა გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქმენეთში პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მის აღმატებულება ბატონ ირფან აჰმედთან.

საუბარი შეეხო საქართველოს, პაკისტანის და თურქმენეთს შორის არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს და მათი შემდგომი გაფართოების პერსპექტივებს.