საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

2020 წლის 1 დეკემბერს თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მამუკა მურჯიკნელი შეხვდა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვეპა ჰაჯიევს.

 

მოლაპარაკებებისას განხილულ იქნა საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები.