საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ონლაინ შეხვედრა გამართა თურქმენეთის საზღვაო და სამდინარე ტრანსპორტის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან

05.10.2020 აშხაბადი - თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მამუკა მურჯიკნელმა ონლაინ შეხვედრა გამართა თურქმენეთის საზღვაო და სამდინარე ტრანსპორტის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან, აგამურად ჰაიტმურადოვთან.

საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს, მათ შორის, საქართველოსა და თურქმენეთის საზღვაო პორტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამით თურქმენი სტუდენტების დაინტერესების თემებს.