საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი ვიდეოკონფერენციის ფორმატში რაშიდ მერედოვს შეხვდა

2020 წლის 7 სექტემბერს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობების თემატიკა, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ, ხაზი გაესვა „ლაპის-ლაზულის“ და „შავი ზღვა - კასპიის ზღვის“ სატრანსპორტო მარშრუტების პროექტებთან დაკავშირებით, მრავალმხრივ ფორმატში მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის მნიშვნელობას.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია, კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მიღებული ზომებისა და არსებული ვითარების შესახებ.

მინისტრებმა აღნიშნეს, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების მინიმიზაციის მიზნით, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა.

 იხ. ბმული: https://www.mfa.gov.tm/en/news/2195