საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სესია - „ეკონომიკური დიპლომატია”

19.12.2019 .თბილისი - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გრძელდება თემატური შეხვედრები.

19 დეკემბერს, ელჩების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სესია - „ეკონომიკური დიპლომატია”.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის ისეთ პრიორიტეტებს როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტული ნაკადების ზრდა, ახალი ბაზრების გამოვლენა, პირდაპირი რეისების დანიშვნა, ასევე აღნიშნა საქართველოში ბიზნეს დელეგაციები ვიზიტების ზრდა.

სესიის ფარგლებში გამომსვლელმა ელჩებმა ისაუბრეს ცენტრალური აზიის რეგიონის მზარდ ინტერესზე საქართველოს, როგორც რეგიონალური სატრანსპორტო-ლოჯისტრიკური ჰაბის მიმართ.

აღინიშნა ყაზახეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი აღმოსავლეთ-დასავლეთის ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების კუთხით, ამ მხრივ ხაზი გაესვა საქართველოს როლის მნიშვნელობას.

აღინიშნა, „Silk Road“ და „Belt and Road“-ის  ფორმატში თანამშრომლობისა  და რეგიონის ქვეყნებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობა.

აქცენტი გაკეთდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან  ურთიერთობების განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.