საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თურქმენეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ,,ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღისადმი’’ მიძღვნილ კონფერენციასა და კულინარიულ ფესტივალში

2019 წლის 11 დეკემბერს თურქმენეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ,,ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღის“ აღსანიშნავად საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით: „თურქმენეთის ნეიტრალიტეტი - თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისათვის”. 

კონფერენციის ფარგლებში მოეწყო კულინარიული ფესტივალი, რომელზეც, საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო.

ქართულმა ეროვნულმა კერძებმა, ქართულმა ღვინომ, მინერალურმა წყალმა, ქართულმა ჩაიმ და სუვენირებმა განსაკუთრებული დაინტერესება ჰპოვა დამსწრეთა შორის. 

ქართული კუთხე მოინახულეს: თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა, ასევე მეჯლისის (პარლამენტის) და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, სამთავრობო უწყებებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა.