საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის დამყარდა 1994 წლის 12 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავღანეთში (რეზიდენციით ქ. აშხაბადი):

  • გიორგი ყარალაშვილი (2014 - დღემდე);
  • იოსებ ჩახვაშვილი (2009 - 2013);
  • ალექსი პეტრიაშვილი (2004 - 2009);
  • პეტრე ჩხეიძე (2002 - 2004).

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში

(რეზიდენციით ქ. ბაქო):

  • მოჰამად ხალილი (2015 - დღემდე);

(რეზიდენციით ქ. მოსკოვი):

  • აზიზულა ქარზაი (2012 - 2015);
  • ზალმაი აზიზი (2008 - 2012);
  • აჰმად ზია მასუდი (2004 - 2008).

თანამშრომლობის სფეროები:

საქართველოს, საერთაშორისო კოალიციის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავღანეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ავღანეთში, ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად პირველად ქართული კონტინგენტი 2004 წელს გაიგზავნა. 2013-2014 წლებში ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის საქართველოს ყველაზე მსხვილი სამხედრო კონტიგენტი (1600 სამხედრო მოსამსახურის რიცხოვნობით) ჰყავდა ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში. 2015 წლიდან, ავღანეთში, ნატოს ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიაში'' საქართველო 750-კაციანი სამხედრო კონტინგენტით წარსდგა და დახმარებას უწევს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს. საქართველომ ნატოს დაუთმო სატრანსპორტო სატრანზიტო დარეფანი ავღანეთში განთავსებული მისი კონტინგენტის მომარაგებისათვის. საქართველო აგრეთვე მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებში. ისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა გაფართოების სხვა პერსპექტივებიც.

მნიშვნელოვანი ვიზიტები საქართველოს მხრიდან:

2015 წლის 12-15 ოქტომბერი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ებრალიძისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, რომან ჯოხაძის ვიზიტი;

2015 წლის 25-27 მაისი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის ვიზიტი;

2015 წლის 12-14 აპრილი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი;

2015 წლის 6-9 იანვარი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი;

2014 წლის 31 დეკემბერი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის ვიზიტი;

2014 წლის 1-2 ნოემბერი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ვარლამ ავალიანისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, რომან ჯოხაძის ვიზიტი;

2014 წლის 7-9 აგვისტო - საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ვიზიტი;

2014 წლის 16 ივლისი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, რომან ჯოხაძის ვიზიტი;

2014 წლის 19-23 აპრილი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი;

2014 წლის 15 მარტი - საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი;

2014 წლის 6-9 იანვარი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ირაკლი გეგეჭკორისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი;

2013 წლის 15-18 სექტემბერი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ვიზიტი;

2013 წლის 9-12 ივლისი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან დოლიძისა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი;

2013 წლის 7 ივნისი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ვიზიტი;

2013 წლის 26 მაისი - საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი;

2013 წლის 5 მაისი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ვიზიტი;

2013 წლის 22 მარტი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის ვიზიტი.

2012 წლის 31 დეკემბერი - საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი;

2012 წლის 23-25 ნოემბერი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას ვიზიტი;

2012 წლის 20 თებერვალი - საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი;

2012 წლის 11-12 თებერვალი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი;

2011 წლის 2-3 ივლისი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი კარბელაშვილის ვიზიტი;

2010 წლის 15 ივნისი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გიორგი ბარამიძისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბაჩანა ახალაიას ვიზიტი.

მნიშვნელოვანი ვიზიტები ავღანეთის მხრიდან:

2015 წლის 27-29 ოქტომბერი - ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის, ჰუმაიუნ რასავის ვიზიტი;

2015 წლის 15-16 ოქტომბერი - ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის, აბდულ სატარ მურადის ვიზიტი;

2015 წლის 28 მაისი - ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი;

2015 წლის 1 აპრილი - ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის ვიზიტი;

2014 წლის 21 ივლისი - ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის, ვაჰიდულა ვაისის ვიზიტი;

2014 წლის 16-17 მარტი - ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზარარ აჰმად ოსმანის ვიზიტი.

სავაჭრო ურთიერთობები 2000-2015 წლების განმავლობაში:

(ათასი აშშ დოლარი)

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

3.8

-

2001

14.8

2.5

2002

126.7

0.2

2003

27.1

-

2004

-

-

2005

886.1

3.3

2006

753.4

57.9

2007

1,081.5

9.8

2008

950.3

6.1

2009

251.1

10.9

2010

228.2

7.1

2011

2,131.2

27.4

2012

13,373.2

28.2

2013

8,252.6

1,035.8

2014

1,543.5

-

2015

328.7

-

სამართლებრივი ბაზა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი ძალაშია 2012 წლის 11 თებერვლიდან. ამასთან, არსებული მდგომარეობით, შიდა სახელმწიფოებრივ პროცედურებს გადის შეთანხმებების ტექსტები საქართველოს მთავრობასა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის:

  • სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ;
  • საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ;
  • თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომიტეტის დაარსების შესახებ;
  • საჰაერო მომსახურების შესახებ;
  • საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მისამართი და საკონტაქტო მონაცემები:

საქართველოს საელჩო თურქმენეთში, აკრედიტებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში (ქ. აშხაბადი)

მდებარეობა: ქ. აშხაბადი, თურქმენეთი

მისამართი: თელიას ქ. № 58

ფაქსი: (+ 993 12) 93-60-14

ტელეფონი: (+ 993 12) 93-62-82

E-Mail: ashgabat.emb@mfa.gov.ge

ვებ-გვერდი: www.turkmenistan.mfa.gov.ge

ბმულები:

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი:

http://www.mfa.gov.af/

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი: http://president.gov.af/ps

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ვებ-გვერდი: http://www.parliament.af/