საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

zurab beridze

მამუკა მურჯიკნელი 

დაიბადა 1978 წლის 5 ოქტომბერს . თბილისში.

1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო  ეკონომიკური  ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით - ეკონომისტი.

1998-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, კერძოდ:

1998 წლის ივნისიდან 1999 წლის იანვრამდე ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა.

1999 წლის მარტიდან 2003 წლის აპრილამდე მივლინებულ იქნა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს ატაშეს (კომერციულ საკითხებში) თანამდებობაზე. 2003 წლის აპრილიდან 2005 წლის თებერვლამდე მივლინებულ იქნა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე.

2005-2007 წლებში მუშაობდა კომპანიაკანარგო“-ში, საერთაშორისო  ურთიერთობების საკითხებში მენეჯერის თანამდებობაზე.

2007-2015 წლებში მუშაობდა ... „ტეტის პეტროლეუმ ლიმიტედ“-ში, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მენეჯერის, კორპორატიულ საქმეთა მენეჯერის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებზე.

2015-2017 წლებში მუშაობდა კომპანიასკაილენდ პეტროლეუმ გრუპ“-ში, საერთაშორისო  ურთიერთობების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

2017-2018 წლებში იყო დამოუკიდებელი კონსულტანტი, ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში.

2019 წლის 15 თებერვლიდან დაინიშნა თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.