საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Ambassador

ძვირფასო მეგობარო,

მოგესალმებით თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 16 ივლისს. საქართველოს საელჩო ქ.აშხაბადში გაიხსნა 2002 წელს.

ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის, თანასწორობისა დასაშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების აღიარებამ და დაცვამ განაპირობა საქართველოსა დანეიტრალურ თურქმენეთს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით გააქტიურდა 2003 წლისშემდეგ. თურქმენეთს ესტუმრენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი (რამდენჯერმე), სხვა ოფიციალური პირები. თბილისში ვიზიტით იმყოფებოდათურქმენეთის პარლამენტის თავმჯდომარე. 2009 წელს ჩატარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორი ვიზიტი, ერთობლივი ეკონომიკური სამთავრობათაშორისო კომისიის პირველისხდომა, ორი ქვეყნის სხვადასხვა უწყებათა ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრები.

გასული, 2010 წლის მარტში აშხაბადში გაიმართა საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები, აგვისტოში თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა ჩაატარეს საქართველო–თურქმენეთის სახელშეკრულებო–სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია; 2010 წლის12 დეკემბერს თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 15–ე წლისთავისადმი მიღძვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად აშხაბადში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.

2011 წლის 25-28 იანვარს, დიდი წარმატებით ჩატარდა თურქმენეთში ქართული კინოს დღეები. მიმდინარე წლისათვის დაგეგმილია საქართველო–თურქმენეთის მთავრობათაშორისო კომისიისმეორე სხდომისა და საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მეორე პოლიტიკური კონსულტაციების საქართველოში ჩატარდება.

საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიდამყარდა 1994 წლის 12 ივლისს. ავღანეთს ფარავს საქართველოს საელჩო ქ.აშხაბადში.

ავღანეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობათა პრიორიტეტული მიმართულებაა საერთაშორისოკოალიციის წევრ სხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ამ ქვეყნისუსაფრთხოების განმტკიცებასა და აღორძინებაში წვლილის შეტანა. ავღანეთში ამჟამად 900–ზე მეტი ქართველი სამხედრო მსახურობს. საქართველომ ნატოს დაუთმო სატრანზიტო დარეფანი ავღანეთშიგანთავსებული კოალიციის კონტინგენტის მომარაგებისათვის; საქართველო აგრეთვე მონაწილეობსავღანეთში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებში. ისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათაგაფართოების სხვა პერსპექტივებიც.

ვებ-გვერდი საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ საელჩოს საქმიანობას, საქართველოს ვიზის მიღებასთანდა სხვა საკონსულო საკითხებთან დაკავშირებულ პროცედურებს. იგი, ასევე, დაგეხმარებათმოიპოვოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია თურქმენეთსა და ავღანეთში მიმდინარეპოლიტიკურ პროცესებსა და ეკონომიკურ სიახლეებზე, გაეცნოთ ამ ქვეყნების ისტორიასა დაკულტურას. ამავდროულად, საელჩო გაგაცნობთ საქართველოს მდიდარ ისტორიულ წარსულს, ჩვენს ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე სოციალ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს,საინვესტიციო შესაძლებლობებს, კულტურულ ცხოვრებას.

გმადლობთ ჩვენი ვებ-გვერდის გაცნობისათვის. საქართველოს საელჩო აშხაბადში მზადააგანიხილოს საქართველო–თურქმენეთისა და საქართველო–ავღანეთის ურთიერთობებისათვის სასარგებლო ნებისმიერი საქმიანი წინადადება და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში