საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თურქმენეთის დედაქალაქში ქართველ ძალოსნებს ქომაგობენ

4 ნოემბერი - თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარეობს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მონაწილეობს.

ჩვენი ნაკრების წევრთა გამოსვლებს თვალყურს ადევნებენ და მხურვალედ ქომაგობენ თურქმენეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. ისინი დაესწრნენ ქართველ ძალოსანთა ვარჯიშს, მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ჩემპიონატზე წარმატებები უსურვეს.